ფეხბურთი

23:59 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩისთვის სეზონი დასრულდა

„მილანის“ ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე სეზონი დაასრულა. ხორვატი „იუვენტუსთან“ შეხვედრაში დაშავდა.

მატჩის მიწურულს მოდრიჩმა დაზიანება მანუელ ლოკატელისთან შეჯახებისას მიიღო და როგორც გაირკვა, ყვრიმალის ძვლის ორმაგი მოტეხილობა აქვს. მოსალოდნელია, რომ ის მხოფლიოს ჩემპიონატისთვის 100%-ით მზად იქნება.

ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165193