საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტური ბათუმში დასრულდა, სადაც „დინამო“ „ტორპედოსთან“ დამარცხდა.
იმერული კლუბი პირველი ტაიმის მიწურულს დიეგო დეისაძემ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მატეო შიმიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 65-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმაც გაიტანა და სხვაობა სამბურთიანი გახადა.
„ტორპედომ“ 3:0 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში 14 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში „სპაერს“ შეხვდება.
„დინამო ბათუმი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა, 7 ქულით ბოლო საფეხურზეა და წინ „დინამო ბათუმთან“ მატჩი აქვს.





