რუმინეთის ჩემპიონატში „კრაიოვამ“ სტუმრად „არჟესი“ 1:0 დაამარცხა, ანზორ მექვაბიშვილი კი საგოლე პასით გამოირჩა.
მე-10 წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა კუთხური ჩააწოდა და ტელესმა გაიტანა, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
მექვაბიშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 45 მატჩში 3 გოლით და 9 საგოლე პასით გამოიჩინა თავი, ხოლო რუმინეთის ჩემპიონატში 30 შეხვედრაში 2 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს.
„კრაიოვა“ 42 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 მაისს, „დინამო ბუქარესტს“ შეხვდება.







