ფეხბურთი

1:03 | 28.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "რიბერი "ჩელსიში" არ გავყიდეთ და ამის საფუძველზე, მაშინ ფუნდამენტური გადაწყვეტილება მივიღეთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მაიკლ ოლისეს გაყიდვას არ აპირებენ.

მან ფრანკ რიბერისთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა, როცა „ჩელსიში“ ფრანგის გაყიდვაზე უარი თქვეს.

„2009 წელს „ჩელსისგან“ ფრანკ რიბერის სანაცვლოდ საოცარი შეთავაზება მივიღეთ. იმ დროს ეს ტრანსფერების ახალი რეკორდი იქნებოდა.

შემდეგ მივმართე ჩვენს მაშინდელ ფინანსურ დირექტორს, კარლ ჰოპფნერს და ული ჰიონესს. ორი საათის განმავლობაში განვიხილეთ ეს საკითხი და ვცდილობდით გაგვერკვია, რა გაგვეკეთებინა. იმ დღეს ფუნდამენტური გადაწყვეტილება მივიღეთ: მომავალში არასდროს გაგვეყიდა ფეხბურთელი, რომლის ხილვა მოედანზე მოგვენატრებოდა.

ეს დაუწერელი წესი დღესაც მოქმედებს. ოლისეს მსგავსი ფეხბურთელისთვის არ არსებობს ფასი, რომელიც შეგვაშინებს“, - თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოლისე „ბაიერნში“ მეორე სეზონია თამაშობს და უკვე მოასწრო 39 გოლის გატანა. ის გერმანულმა გრანდმა „კრისტალ პალასიდან“ შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087016