ფეხბურთი

1:13 | 28.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგა თითქმის გაინაღდა

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბრენტფორდს“ უმასპინძლა, რომელიც დაამარცხა და მესამე ადგილი შეინარჩუნა.

მაიკლ კერიკის მისვლის შემდეგ, პრემიერლიგაში ყველაზე მეტი ქულა „იუნაიტედმა“ დააგროვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კერიკმა გუნდი შეცვალა.

„მანჩესტერი“ მე-11 წუთზე კაზემიროს გოლით დაწინაურდა, რომელმაც პრემიერლიგის ამ სეზონში მე-10 გოლი გაიტანა. იგივე ითქმის ბენჟამინ შეშკოზე, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა გაზარდა. სტუმრების მაქსიმუმი პრესტიჟის გოლი გამოდგა და საბოლოოდ, მანჩესტერელებმა 2:1 მოიგეს.

„მანჩესტერი“ 61 ქულით მესამე ადგილზეა და პრაქტიკულად გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური, ხოლო მომდევნო ტურში 3 მაისს, „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165578