ფეხბურთი

2:20 | 28.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "მესისთან 5 თვე ვსაუბრობდით, მაგრამ პრეზიდენტს მისი დაბრუნება არ სურდა"

ჩავიმ რომარიოს პოდკასტში საუბრისას განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ ლიონელ მესის დაბრუნება ჟოან ლაპორტამ ჩაშალა.

გარდა ამისა, მან სურვილი გამოთქვა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობის და აღნიშნა, რომ ბრაზილია ფეხბურთის აკვანია:

„ბარსაში“ მესის დაბრუნება 2023 წელს ვცადეთ. ხუთი თვე ვსაუბრობდით და ყველაფერი მზად იყო, მაგრამ საბოლოოდ პრეზიდენტმა უარი თქვა და შეთანხმება ჩაიშალა. ასევე ვცადე ნეიმარის და პედროს დაბრუნება, თუმცა ეკონომიკური სიტუაციის გამო ვერ მოხერხდა. ლეოს შემთხვევაში, პრეზიდენტ ლაპორტას არ სურდა მისი დაბრუნება.

რაფინია? ვუთხარი კლუბს, რომ რაფინია დაემატებინათ. მაშინ მინდოდა, როდესაც ის პორტუგალიაში იყო, მე კი „ალ-სადში“. მახსოვს რაფინიასთან საუბარი, როდესაც ის იმედგაცრუებული იყო. მე ვუთხარი: „5 წლით გაგიფორმეთ კონტრაქტი, დამშვიდდი. ჩვენ გენდობით“. ის ახლა „ბარსაში“ ბრწყინავს და ძალიან ბედნიერი ვარ“.

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობა? დიახ, რატომაც არა? ამისთვის ღია ვიქნები. ბრაზილია ფეხბურთის აკვანია“, - განაცხადა ჩავიმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156448