აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პაოლო ძამპოლიმ, განაცხადა, რომ ამ კვირაში ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად განიხილავს იტალიის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაცვლად მონაწილეობის შესაძლებლობას. მან ასევე შეაფასა ასეთი სცენარის შანსები.
„რა შანსები აქვს იტალიას მსოფლიო თასზე მოსახვედრად? ვფიქრობ, რომ 50%-ზე მეტია. ამ შაბათ-კვირას ინფანტინოს შევხვდები მაიამიში, ფორმულა 1-ის გრან პრიზე. მსოფლიო თასი იტალიის გარეშე არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ინფანტინოსა და ტრამპზეა დამოკიდებული.
ვნახე ინფორმაცია, რომ ირანის მონაწილეობა ომის გამო ჯერ არ დადასტურებულა. ინფანტინოს შევთავაზე, იტალიისთვის დამატებითი კვალიფიკაციის ვარიანტი განეხილა. გარდა ამისა, ირანელთათვის ვიზების მიღება რთულია და ჩვენ არ გვინდა ვნახოთ ადამიანები, რომლებიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ. თუ ვსაუბრობთ შეერთებულ შტატებში არასასურველი ადამიანებზე, უმჯობესია, თუ ისინი არ ჩამოვლენ.“
ტრამპის პასუხი? მე ეს საკითხი მასთან პირდაპირ არ განმიხილავს და მას არ აქვს მკაფიო პოზიცია. ირანელ ფეხბურთელებს მივესალმებით, მაგრამ, როგორც რუბიომ განაცხადა, არასასურველად მიჩნეული ადამიანები არ შეიძლება შემოუშვან. „თუ ირანი არ ითამაშებს, არ ვიცი, იქნება თუ არა შემცვლელი, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია“, - თქვა ძამპოლიმ La Politica nel Pallone-ს ეთერში.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში. მიმდინარე გრაფიკის მიხედვით, ირანი 15 ივნისს ლოს-ანჯელესში ახალ ზელანდიას, 21 ივნისს ბელგიას და 26 ივნისს სიეტლში ეგვიპტეს დაუპირისპირდება.







