მირონ მარკევიჩი უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად მიიჩნევა, იუწყება UA-Football.
წყაროს ცნობით, ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ და 75 წლის სპეციალისტი ამჟამად ყველაზე პოპულარული არჩევანია.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი, ანდრი შევჩენკო, ჯერ ბოლომდე არ არის დარწმუნებული სერჰი რებროვის შემცვლელის არჩევანში. თუმცა, მისი გარემოცვა მიიჩნევს, რომ მარკევიჩი ამჟამად ყველაზე შესაფერისი კანდიდატია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანდიდატებს შორის არიან ანდრეა მალდერა და იგორ იოვიჩევიჩიც.
22 აპრილს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ გამოაცხადა რებროვის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
მარკევიჩი ეროვნულ ნაკრებს 2010 წელს წვრთნიდა, სადაც გუნდს ოთხი მატჩის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი ლვოვის „კარპატიში“ იყო, რომელიც 2024 წლის ივლისში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა საქართველოს ნაკრების მეტოქეა მომავალ ერთა ლიგის ჯგუფში.







