მიუნხენის „ბაიერნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ჰარი კეინი მოედანზე სხვა როლში ითამაშებს.
„ის ყოველთვის შესანიშნავი თავდამსხმელი იყო. ბევრ გოლს იტანდა, მაგრამ ახლა ის ფლეიმეიკერია, რომელიც ნახევარდაცვაში გადადის და თავის შესანიშნავ გრძელ პასებს იყენებს მაიკლ ოლისეს და ლუის დიასის დასარტყმელ პოზიციაზე გასაყვანად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თამაშის სტილისთვის“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს T-Online.
კეინი „ბაიერნში“ 2023 წლის აგვისტოდან თამაშობს და მისი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. ამ სეზონში თავდამსხმელმა 45 მატჩში 53 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.





