ფეხბურთი

12:20 | 28.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიკმა უპასუხა კითხვას, თუ რომელ კლუბში ითამაშებს მომავალ სეზონში

„ლიონის“ თავდამსხმელმა ენდრიკმა, რომელიც ფრანგულ კლუბში მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით თამაშობს, კომენტარი გააკეთა თავის მომავალზე და გაისად „ლიონში“ დარჩენის შესაძლებლობაზე.

„ნამდვილად არ ვიცი. „რეალში“ დაბრუნება თუ მომიწევს, სიამოვნებით გავაკეთებ ამას. თუ კარიერის სხვა კლუბში გაგრძელების შესაძლებლობა არსებობს, ასეც იყოს. დიდი იმედი მაქვს, „ლიონს“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიყვანთ - ეს ის დონეა, რისი მიღწევაც კლუბს შეუძლია“, - თქვა ენდრიკმა Canal Plus Foot-თან ინტერვიუში.

ამ სეზონში 19 წლის ბრაზილიელმა „ლიონის“ მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება.

თეგებიენდრიკი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169008