ესპანური „გრანადას“ და ალჟირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ ლუკა ზიდანმა ესპანეთის მეორე დივიზიონის 37-ე ტურში „ალმერიასთან“ (2:4) მატჩში ტვინის შერყევა და ყბის მოტეხილობა მიიღო. ზიდანი ტრავმის გამო თამაშის ბოლოს შეცვალეს.
„ალმერიასთან“ მატჩში ტვინის შერყევის შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზიდანს ყბის მოტეხილობაც აქვს“, - ნათქვამია „გრანადას“ პრესსამსახურის განცხადებაში.
27 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები ჯერ არ გამოცხადებულა.
ლუკა ზიდანი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ვაჟია. ზიდან უმცროსმა ადრე სპორტული მოქალაქეობა საფრანგეთიდან ალჟირის მოქალაქეობაზე შეცვალა და აფრიკული ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დაიწყო თამაში. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ალჟირის ნაკრები არგენტინის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.







