ფეხბურთი

14:46 | 28.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა ლუკა მოდრიჩს წარმატებული ოპერაციის შემდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა

ხორვატიის ეროვნული ნაკრებმი გამოეხმაურა ნაკრებისა და „მილანის“ ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის წარმატებული ოპერაციის შესახებ ამბავს, რომელმაც მარცხენა ყვრიმალის ძვალი მოიტეხა სერია A-ს 34-ე ტურში, „იუვენტუსთან“ ფრედ დასრულებულ 0:0 მატჩში.

ეროვნული ნაკრების სამედიცინო პერსონალმა დაუყოვნებლივ დაამყარა მუდმივი კომუნიკაცია „მილანის“ სამედიცინო განყოფილებასთან, თავად ფეხბურთელთან და კლუბის სამწვრთნელო შტაბთან.

„ვესაუბრე ლუკას და ვუსურვე წარმატებული ოპერაცია, სწრაფი და ეფექტური გამოჯანმრთელება. დარწმუნებული ვარ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იყოს და ჩვენ მას სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ. დარწმუნებული ვარ, მისი გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართება და ლუკა, როგორც გუნდის კაპიტანი, ამ ზაფხულს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურნირზე გაგვიძღვება“, - განაცხადა ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ეროვნული ნაკრების სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე.

ხორვატია 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფში ითამაშებს ინგლისთან, განასთან და პანამასთან ერთად. ტურნირი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157831