Sportico-მ გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების განახლებული რეიტინგი 2026 წლისთვის.
სია შედგენილია კლუბების საჯაროდ ხელმისაწვდომი ფინანსური ანგარიშგების, Deloitte-ის (კერძოდ, Football Money League) კვლევის, ფეხბურთის ფინანსების სპეციალისტების ანალიზისა და გამოცემის საკუთარი გამოთვლების გამოყენებით.
კლუბების შემოსავლები შეფასდა სამი ძირითადი სფეროს მიხედვით: სატელევიზიო უფლებები, კომერციული საქმიანობა და მატჩის დღე.
ყველაზე მეტი კლუბი საუკეთესო 50-ში MLS-დან მოხვდა - 18, მაგრამ ვერცერთმა უწია ტოპ 10-ს. სიის სათავეში მადრიდის „რეალი“ გახლავთ 7.7 მილიარდი დოლარის შეფასებით. აღსანიშნავია, რომ ტოპ 10 ადგილიდან ექვსი ინგლისური პრემიერლიგის კლუბებმა დაიკავეს.
2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ღირებული კლუბი:
მადრიდის რეალი — 7.7 მილიარდი დოლარი
ბარსელონა — 6.65 მილიარდი დოლარი
მანჩესტერ იუნაიტედი — 6.47 მილიარდი დოლარი
ბაიერნი — 5.78 მილიარდი დოლარი
ლივერპული — 5.74 მილიარდი დოლარი
მანჩესტერ სიტი — 5.7 მილიარდი დოლარი
არსენალი — 5.43 მილიარდი დოლარი
პსჟ — 5 მილიარდი დოლარი
ჩელსი — 4 მილიარდი დოლარი
ტოტენჰემი — 3.5 მილიარდი დოლარი







