მადრიდის „რეალი“ მედოვნებს, რომ უკრაინელ მეკარე ანდრი ლუნინს შემდეგი სეზონისთვის გუნდში შეინარჩუნებს, იტყობინება The Athletic.
წყაროს ცნობით, 27 წლის მეკარის თავდაჯერებული თამაში ლა ლიგის 32-ე ტურში „ბეტისთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში საკადრისი პასუხი იყო კრიტიკაზე, რომელიც გაჩნდა უეფას ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, სადაც ისინი „ბაიერნთან“ დამარცხდნენ.
ამ ფონზე, ლუნინის გარემოცვა, რომელიც ადრე კლუბის შეცვლას მოითხოვდა მუდმივი სათამაშო დროის გამო, ახლა მოთამაშის მადრიდში დარჩენისკენ იხრება. უფრო მეტიც, თავად „რეალიც“ დაინტერესებულია მეკარესთან პარტნიორობის გაგრძელებით.
ლუნინის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2030 წლის ივნისამდეა გათვლილი.
ამ სეზონში უკრაინელმა 11 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაუშვა.





