ფეხბურთი

17:47 | 28.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯონ სტოუნსი "მანჩესტერ სიტის" დატოვებს

ჯონ სტოუნსი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

31 წლის ინგლისელ მცველს „ქალაქელებთან“ კონტრაქტი ეწურება, რომელსაც არ გაახანგრძლივებს. ჯერჯერობით, უცნობია, სად გაგრძელდება სტოუნსის კარიერა.

ჯონ სტოუნსი „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან თამაშობს და დღემდე 292 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ევერტონის“ ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, რომ "სიტის" სეზონის ბოლოს სტოუნსის გარდა, ბერნარდო სილვაც დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087768