მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა კოკემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა:
„ამ სეზონით ძალიან ვტკბები. ყოველ წელს ნახევარფინალში ვერ გადიხარ, არ ვიცი, კიდევ მოვხვდები თუ არა, მაგრამ ისე ვისიამოვნებ, როგორც ყოველთვის. თუ გრიზმანი ჩემპიონთა ლიგის მოგებით წავა, ეს წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ ყველანი მოტივირებულები ვართ გამარჯვებისთვის. ჩვენ გუნდი ვართ. ჩემპიონთა ლიგა კი უმაღლესი ჯილდოა“, - თქვა კოკემ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „არსენალის“ მატჩი 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.







