ფეხბურთი

20:13 | 28.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესს "რეალში" მოურინიოს დაბრუნება სურს

მადრიდის „რეალი“ შესაძლოა ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემები იტყობინებიან.

„რეალი“ ალვარო არბელოას სეზონის ბოლოს დაითხოვს და მის ნაცვლად ფლორენტინო პერესის სურვილი პორტუგალიელის დაბრუნებაა. პერესი მწვრთნელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პირადად მიიღებს, ის არ მოუსმენს კლუბში სხვებს, როგორც ეს შარშან ჩაბი ალონსოს შემთხვევაში გააკეთა, რამაც არ გაამართლა.

მოურინიოს „ბენფიკასთან“ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ 3 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში მისი გამოსყიდვა შესაძლებელია და ამაზე უკვე აქტიურად წერენ.

ჟოზე მოურინიომ „რეალს“ 2010-2013 წლებში ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი თითოჯერ მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159677