ფეხბურთი

21:52 | 28.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

იოან მიკუ: "კვარაცხელია თითქოს, მიწას არ ეხება, როგორც ვან ბასტენი"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა იოან მიკუმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მარკო ვან ბასტენს შეადარა.

ბრემენის „ვერდერისა“ და საფრანგეთის ყოფილი ნახევარმცველის აზრით, კვარა ოქროს ბურთის კანდიდატიც უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წელია, სადაც კვარა არ იქნება:

„მიყვარს კვარა, მე მას ოქროს ბურთის კანდიდატად დავასახელებდი. ის ფანტასტიკური მოთამაშეა. სამწუხაროდ, მისთვის რთული იქნება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება, მაგრამ ის უმაღლესი დონის მოთამაშეა. ამას პარიზში გადასვლის შემდეგ ვამბობ. ისეთ რაღაცეებს ​​აკეთებს, რასაც ხშირად ვერ ხედავ. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მან ფორმა აღიდგინა და განსაკუთრებულია.

ბიჭები, რომლებიც ვან ბასტენთან ერთად თამაშობდნენ, ამბობდნენ, რომ ის თითქოს დაფრინავდა, თითქოს მიწას არ ეხებოდა. ვფიქრობ, კვარაც ასეა, როდესაც მოძრაობს, მოქნილია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მიწას ოდნავ ეხება... ნანტთან მისი გოლი არაჩვეულებრივი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დაცვა კარგი არ იყო. გარდა ამისა, ასეთ მატჩშიც კი, ვხედავდი, როგორ ეხმარებოდა დაცვას, ის გუნდისთვის მუშაობს. ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა იმ ძალისხმევას, რომელიც მან გუნდისთვის გასწია. ასევე ბოლო რამდენიმე მატჩის საუკეთესო ბომბარდირი იყო, ამიტომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. არიან ისეთებიც, ვინც ასე არ ფიქრობს და მხოლოდ გოლების გატანაზე ფიქრობენ“, - თქვა მიკუმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088469