ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი კაი ჰავერტცი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ვერ ითამაშებს.
ეს ინფორმაცია მიკელ არტეტამ დაადასტურა. სამაგიეროდ, ესპანელმა მატჩის წინ თქვა, რომ ებერეჩი ეზე, ბუკაიო საკა და რიკარდო კალაფიორი ესპანურ გუნდთან სათამაშოდ მზად არიან.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „არსენალის“ მატჩი 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.







