ევროლიგის პლეი-ოფში მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „მონაკომ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ პირველი შეხვედრა წააგო.
ფრანგულმა გუნდმა საწყისი პერიოდი 20:19 მოიგო, მაგრამ შემდეგ ბერძნული გუნდი სამივე პერიოდში უკეთესი იყო და დამაჯერებლად, 91:70 გაიმარჯვა.
„ოლიმპიაკოსს“ ალექსანდარ ვეზენკოვმა ულიდერა 20 ქულით, ხოლო „მონაკოში“ საუკეთესო 17 ქულით, 4 მოხსნით და 7 პასით მაიკ ჯეიმსი იყო.
სერიის მეორე მატჩი ისევ საბერძნეთში, 30 აპრილს გაიმართება.







