ფეხბურთი

1:47 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს რეკორდსმენი გახდა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ რეკორდი დაამყარა - საქმე ეხება ერთ სეზონში საგოლე მოქმედებებს.

კვარაცხელიაა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მინიმუმ 15 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი, 5 საგოლე პასი). კვარამ უსმან დემბელეს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც გასულ სეზონში 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი, 6 საგოლე პასი).

პსჟ-ში გადასვლის შემდეგ კვარას ჩემპიონთა ლიგაზე 13 გოლი აქვს გატანილი და 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კარიერაში ამ ტურნირზე 40 შეხვედრაში 15 გოლით და 12 საგოლე პასით გამოირჩა (ორი „ნაპოლიში“ გაიტანა).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096912