ფეხბურთი

3:36 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "კილომეტრიც არ მირბენია და დავიღალე, წარმოიდგინეთ ფეხბურთელები როგორ არიან"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნთან“ მატჩის (5:4) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, საუკეთესო თამაში იყო, რომელიც უნახავს და რომელიც დიდხანს ემახსოვრებათ:

„ვაჩვენეთ ისეთი ფეხბურთი, როგორიც გვსურს. ძალიან დავიღალე, მიუხედავად იმისა, რომ კილომეტრიც არ გამირბენია და წარმოიდგინეთ, ფეხბურთელები როგორ იქნებიან. ამ მატჩში ყველაფერი იყო. „ბაიერნმა“ უკეთ დაიწყო და შემდეგ თამაში შევცვალეთ. მეორე ტაიმში უკეთ დავიწყეთ, გოლები გავიტანეთ. ასეთი ტემპი, ინტენსივობა, არასდროს მინახავს, ჩემს სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო თამაში იყო, ყველას გილოცავთ.

როგორი იქნება საპასუხო შეხვედრა? ეს მატჩი უნდა გავაანალიზოთ. არის ასპექტები, რომელთა გაუმჯობესებაც შეგვიძლია. ძალიან კარგად ვიცავდით თავს, მაგრამ ოთხი გოლი გავუშვით. უნდა დავისვენოთ, აღვადგინოთ ძალები, ლიგა 1-ზე გავამახვილოთ ყურადღება და შემდეგ ვნახოთ. თუმცა, იგივენაირ მატჩს ველოდები.

თამაშის ტემპი ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავებული იყო. ფეხბურთელების წუთების მართვა მოგვიწია. სათადარიგო მოთამაშეებმაც კარგად ითამაშეს. მატჩის საუკეთესო მომენტი 5:2 იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე არ დარჩებოდა. მოვიგეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. თუმცა, 5:2-ის შემდეგ, მეტის იმედი გვქონდა. გამარჯვებას ვიმსახურებდით, თუმცა, ფრესაც და წაგებასაც.

რამდენი გოლი დაგვჭირდება სტუმრად? მატჩის შემდეგ ჩემს შტაბს ვკითხე და ისინი მინიმუმ სამს მაინც ფიქრობენ. მიუნხენში მივდივართ სტადიონზე, რომელიც გვიყვარს და შესანიშნავი მოგონებები გვაქვს. ვეცდებით, იგივე მენტალიტეტი გამოვავლინოთ და მოსაგებად. ვიბრძოლებთ.

კვარა და დემბელე? შეგვიძლია ვისაუბროთ თავდამსხმელებზე, რომლებმაც გოლები გაიტანეს. თუმცა, ის, რაც ორივე გუნდმა აჩვენა, ყველა ფეხბურთელმა, ყველა გულშემატკივარმა - მთელი ცხოვრების განმავლობაში გვემახსოვრება“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "პარი სენ-ჟერმენის" საპასუხო მატჩი 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093167