იტალიური Gazzetta Dello Sport-ი პსჟ-სა და „ბაიერნის“ მატჩის მიმოხილვაში წერს ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომ ის ამართლებს მეტსახელს, რომელიც ნეაპოლში შეარქვეს. საუბარი რა თქმა უნდა, კვარადონაზეა.
„პსჟ კვარაცხელიაზე იყო დაყრდნობილი, კაცზე, რომელიც ყოველთვის ამართლებს ნეაპოლში მიღებულ მეტსახელს, ღვთაებრივი დიეგოს პატივსაცემად. „კვარადონამ“ წონასწორობა აღადგინა თავისი ჩვეული ძლიერი დარტყმით, მარცხნიდან შეჭრით, შემდეგ მან მეორე ტაიმის დასაწყისში დუბლიც შეასრულა“, - წერს ცნობილი გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.
„ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი მიუნხენში 6 მაისს გაიმართება.







