იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „ბაიერნის“ ფეხბურთელი მაიკლ ოლისე სათამაშო სტილით „ნაპოლის“ ფეხბურთელ მატეო პოლიტანოს შეადარა.
პარალელი, რომელმაც გააკვირვა Sky Sport-ის სტუდიაში მყოფი ადამიანები. კაპელომ ოლისესთან დაკავშირებით ისაუბრა მის სტილზე, როდესაც ის ბურთს ფლანგზე იღებს, ცენტრისკენ იწევს და შორეულ კუთხეში ურტყამს:
„დელ პიეროს სტილის გოლებზე მეტად, ოლისეს გოლები პოლიტანოს სტილისაა, რადგან „ნაპოლის“ ფეხბურთელის მსგავსად მარჯვნიდან შემოდის ცენტრში და ურტყამს. ალექსი კი მარცხნიდან შედიოდა. ოლისეს გოლები პოლიტანოს სტილისაა“, - თქვა კაპელომ.





