ფეხბურთი

11:05 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი: "ეს იყო თამაში მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (4:5) შემდეგ ისაუბრა.

ბელგიელი დისკვალიფიცირებული იყო, რის გამოც თამაშის ყურება ტრიბუნებიდან მოუწია, რაც როგორც ჩანს არ მოეწონა:

„ეს არ იყო ის პოზიცია, საიდანაც თამაშის ყურება მომინდებოდა. ლუის ენრიკეს ვუთხარი, რომ არ მესმის, როგორ უყვარს მას ტრიბუნებიდან თამაშის ყურება.

ეს იყო თამაში მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს. პენალტი ძალიან საკამათო იყო, ბურთი ჯერ სხეულს მოხვდა და შემდეგ ხელს. „ალიანს არენაზე“ გიჟური ატმოსფერო იქნება, დარწმუნებული ვარ.

პსჟ უბრალოდ არ შეეგუება განსხვავებულად თამაშს და არც ჩვენ, ორივე გუნდი ასეთია, ამიტომ, იგივენაირ თამაშს ველოდები. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“, - თქვა კომპანიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097661