„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ვიტინიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ გამარჯვების (5:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ფანტასტიკური მატჩი იყო. ძალიან მოგვეწონა თამაში და ვფიქრობ, ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს უხაროდა მისი ყურება. მართალია, ამ მეტოქის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია და ვფიქრობ, ისინიც იგივეს იტყვიან ჩვენზეც. სამი ბურთით ვიგებდით, ამიტომ, როდესაც შემდეგ მხოლოდ ერთით იგებ, საკუთარ თავს ეუბნები, რომ მეტი უნდა გაგეკეთებინა უპირატესობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს ფეხბურთია და „ბაიერნის“ წინააღმდეგ ამის გაკეთება ძალიან რთულია. საბედნიეროდ, საბედნიეროდ, ერთბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, როგორც დღეს საღამოს ვნახეთ. ახლა მიუნხენში იმავე სურვილით და, უპირველეს ყოვლისა, იმავე მიზნით მივდივართ: კარგად თამაში და გამარჯვება, როგორც ყოველთვის“, - თქვა ვიტინიამ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.







