ფეხბურთი

19:30 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ერნანდესი: "მიუნხენშიც ამავე სტილში და შემტევი ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ლუკა ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ გამარჯვების (5:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ვფიქრობ, ყველა გულშემატკივრისთვის, პარიზელებისთვისაც და „ბაიერნისთვისაც“, ეს იყო განსაკუთრებული მატჩი წარმოუდგენელი ინტენსივობით, უამრავი შანსითა და გოლით. ეს იყო საოცარი მატჩი, რომელშიც მოვიგეთ. თუმცა, ახლა მიუნხენში საპასუხო მატჩი უნდა მოვიგოთ. ვიცით, რომ დღეს განსაკუთრებული თამაში ვაჩვენეთ. მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო, გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა იქ მივდივართ იმავე სტილით თამაშის, შეტევისა და კვლავ გამარჯვების სურვილით“, - აღნიშნა ერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098219