„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ გამარჯვების (5:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ვიცით, რომ „ბაიერნი“ უმაღლესი დონის გუნდია და ჩვენც. შედეგით კმაყოფილები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ 5:2-ს ვიგებდით. ორივე გუნდისთვის შეტევა მთავარია. ბოლოსკენ ცოტა შევწყვიტეთ თამაში. „ბაიერნი“ ძალიან ძლიერი გუნდია. ეს წარმოუდგენელი მატჩი იყო და ახლა მიუნხენში წავალთ იმ იმედით, რომ გავიმარჯვებთ და ფინალში გავალთ“, - აღნიშნა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.







