ფეხბურთი

9:30 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: "როდესაც 4:5 მარცხდები, ნიშნავს, რომ რაღაცამ არ იმუშავა"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (4:5) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ეჭვგარეშეა, რომ გიჟური თამაში იყო. როდესაც ცხრა გოლი გადის, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მოხდა და როდესაც 4:5 მარცხდები, ნიშნავს, რომ რაღაცამ არ იმუშავა. ხელახლა უნდა ვუყუროთ თამაშს და უკეთ გავიგოთ, რა მოხდა არასწორად და როგორ გავუმკლავდეთ გარკვეულ სიტუაციებს. ამის წყალობით შეგვიძლია თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ.

სერიოზულ პრობლემებში ვიყავით, მაგრამ მოვახერხეთ რეაგირება და ანგარიშის გათანაბრებასთანაც ახლოს ვიყავით. ერთ კვირაში „ალიანს არენაზე“ ვითამაშებთ და მზად უნდა ვიყოთ. როდესაც გასვლით ნახევარფინალში 2:5 მარცხდები, შეიძლება მთლიანად ჩამოიშალო, მაგრამ რეაგირება მოვახდინეთ და ახლა ფინალისთვის ვიბრძოლებთ“, - თქვა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17803