ფეხბურთი

11:17 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილი: "ხვიჩა უკვე უბრალოდ ტალანტი აღარ არის, ის თამაშის შემქმნელი ფეხბურთელია"
"თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგების რეალური შანსი ექნება"

უელსის ეროვნული ნაკრებისა და "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა, მისი თქმით ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშებს ქმნის და მარტოს შეუძლია მთელი სეზონის გადაწყვეტა. უელსელმა ასევე აღნიშნა, რომ თუ "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების რეალური შანსი ექნება.

„უბრალოდ შეხედეთ რა ფეხბურთელია. მისი ბურთის ტარების სტილი, თავდაჯერება ვიწრო სივრცეებში, არაპროგნოზირებადობა… მცველებმა ნამდვილად არ იციან, რას გააკეთებს. მას აქვს ის იშვიათი კომბინაცია — ტექნიკა და შედეგიანობა,რომელიც სხვებისგან გამოარჩევს. ის მხოლოდ სანახაობრივი არ არის, ის გადამწყვეტია.

თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ გულწრფელად რომ ვთქვა, მას რეალური შანსი ექნება ოქროს ბურთის მოგების. ეს არ არის "ჰაიპი" — ეს არის რეალური გავლენა უმაღლეს დონეზე. დიდი მომენტები, დიდი თამაშები, სწორედ ეს განასხვავებს საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს.

ხალხი ყოველთვის დააკავშირებს მას სხვა კლუბებთან, მაგალითად ახლა "არსენალზეა" საუბარი, მაგრამ მოდით რეალურად შევხედოთ — ასეთი დონის მოთამაშეები იაფი არ ღირს, და ბევრ კლუბს არ შეუძლია მისთვის არსებული ამბიციისა და პლატფორმის შეთავაზება. ამ ეტაპზე ის არის კლუბში, რომელიც ყველაფრისთვის იბრძვის, და თავადაც ამ პროექტის მთავარი ნაწილია.

ის უკვე უბრალოდ ტალანტი აღარ არის — ის ხდება თამაშის შემქმნელი, ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია სეზონების გადაწყვეტა. თუ ასე გააგრძელებს, ჩვენ აღარ ვილაპარაკებთ უბრალოდ მხოლოდ შესანიშნავ მოთამაშეზე, ჩვენ ვუყურებთ ამ თაობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მოთამაშის ჩამოყალიბებას", - განაცხადა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090631