ფეხბურთი

13:16 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი კარაგერი: "კვარაცხელიამ მცირე დროში უფრო დიდი კვალი დატოვა პსჟ-ში ვიდრე მბაპემ"

ინგლისელმა საფეხბურთო ანალიტიკოსმა ჯეიმი კარაგერმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მცირე დროში უფრო დიდი და წარუშლელი კვალი დატოვა "პარი სენ-ჟერმენის" ისტორიაში, ვიდრე კილიან მბაპემ.

"ვიცი, ამის გამო სოციალურ მედიაში ბევრი შემომიტევს. მაგრამ ვამბობ იმას, რასაც ჩემი თვალები მეუბნება და არა იმას, რასაც FIFA-ს რეიტინგები აჩვენებს. დღეს თუ მკითხავთ, ვის აქვს უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა აქვს პსჟ-ში დატოვებული, ეს არის კვარაცხელია. ჩემთვის ეს უკვე საერთოდ არ არის სადავო.

ვიცი, ხალხი გოლების რაოდენობასა და პარიზში გატარებულ წლებს გაუსვამს ხაზს. მაგრამ რა გააკეთა რეალურად მბაპემ მაშინ, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო? ის წლების განმავლობაში იქ იყო, მიიღო ყველაფერი, რაც სურდა — სრული ნდობა, გავლენა ტრანსფერებზე — თუმცა ვერ მოიტანა ის ერთადერთი, რაზეც კლუბი შეპყრობილია: ჩემპიონთა ლიგა. საბოლოოდ კი უფასო ტრანსფერით გადავიდა მადრიდში და გუნდი სიცარიელით დატოვა.

კვარამ ორ სეზონში უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მბაპემ თავის ბოლო ოთხში. როცა ბურთი კვარას აქვს, გულშემატკივრებს სჯერათ, რომ გუნდისთვის რაღაც მოხდება. თუ ის ასე გააგრძელებს, დიდ თამაშებზე გავლენას შეინარჩუნებს და პსჟ-ს ტიტულების მოგებაში დაეხმარება, მაშინ ნამდვილად დაიწყება სერიოზული საუბრები მის ადგილზე კლუბის ლეგენდებს შორის", - განაცხადა კარაგერმა.

ცნობისთვის, "პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარ მოედანზე "ბაიერნი" 5:4 დაამარცხა, ხოლო მასპინძელთა მხრიდან ორი გოლის გატანა სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა. ქართველს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 10 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091347