ფეხბურთი

15:50 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

უპამეკანო: "ეს ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მატჩი იყო, არ მეგონა კვარაცხელია ასეთი სწრაფი თუ იქნებოდა"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა დარიო უპამეკანომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (4:5) შემდეგ კომენტარი გააკეთა.ფრანგი ფეხბურთელის თქმით, ეს მატჩი მის კარიერაში ყველაზე რთული იყო.

"პსჟ-ს საოცრად სწრაფი და ტექნიკური შემტევები ჰყავს. ეს მატჩი ჩემს კარიერაში ყველაზე რთული იყო. ვიცოდი, რომ კვარაცხელიას თამაში რთული იქნებოდა, თუმცა არ მეგონა თუ ასეთი სწრაფი და ტექნიკური იყო. დემბელეს რაც შეეხება, ის საერთოდ ელვის სისწრაფით მოძრაობდა. ეს ყველაფერი უბრალოდ დაუჯერებელია. გულწრფელად რომ ვთქვა, დღეს იმდენი ვირბინე, მგონი ჩემი ფეხები ოფიციალურ საჩივარს გამომიცხადებენ", - განაცხადა უპამეკანომ.

ცნობისთვის, "პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარ მოედანზე "ბაიერნი" 5:4 დაამარცხა, ხოლო მასპინძელთა მხრიდან ორი გოლის გატანა სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მიუნხენში 6 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090206