ფეხბურთი

20:30 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "ჩემი კარიერის საუკეთესო ადგილი "რომაა", არასდროს განმიცდია ასეთი ატმოსფერო"

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იტალიურ მედიას ესაუბრა, სადაც გამოეხმაურა მადრიდის "რეალში" მის დაბრუნებაზე გავრცელებულ ჭორებს და ასევე აღნიშნა, მის კარიერაში საუკეთესო ადგილი რომი იყო, რადგან "რომას" ფანებს იდეალური საფეხბურთო გარემო ჰქონდათ შექმნილი.

"რომა" ჩემი კარიერის საუკეთესო ადგილია. არასდროს მიგრძვნია ასეთი წარმოუდგენელი ატმოსფერო გუნდში. მაღალი მოლოდინი? ეს პრობლემა არ არის! როდესაც კონფერენს ლიგა მოვიგეთ, ზეიმი წარმოუდგენელი იყო. "რომა" თუ ტიტულებს ვერ იგებს, ეს ტიფოზების ბრალი არ არის.

მადრიდის "რეალში" დაბრუნება? ჩემი შემდეგი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკას" გაყვანაა. თუ შემდეგ სამ მატჩს მოვიგებთ, ევროპის უდიდეს შეჯიბრში ვითამაშებთ. ეს ერთადერთია, რაზეც ვფიქრობ", - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო "რომაში" 2021-2024 წლებში მუშაობდა და გუნდს 2022 წელს კონფერენს ლიგა მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096506