მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა მაიკლ ოლისემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (4:5) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგმა შემტევმა ნუნუ მენდეშზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის თამაშში განსაკუთრებული ვერაფერი დაინახა.
„თამაშამდე ყველა ნუნუ მენდეშს მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველს ეძახდა, ამიტომ მზად ვიყავი ნამდვილი გამოცდისთვის. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, განსაკუთრებული ვერაფერი ვიგრძენი.
მეტ ინტენსივობას ველოდი, უფრო ძლიერ დაცვით თამაშს. უფრო რთული მცველებიც შემხვედრია. უპატივცემულობაში არ მინდა ჩამითვალოთ, მაგრამ კუკურელიაც კი უფრო მეტ პრობლემას მიქმნიდა დაცვაში. ამ დონეზე "ჰაიპი" უნდა ემთხვეოდეს შესრულებას და გუშინ ეს ასე არ მოხდა", - განაცხადა ოლისემ.
ცნობისთვის, "პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარ მოედანზე "ბაიერნი" 5:4 დაამარცხა, ხოლო მასპინძელთა მხრიდან ორი გოლის გატანა სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მიუნხენში 6 მაისს გაიმართება.





