ფეხბურთი

17:26 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი: "პსჟ-მ ორი გოლი მსაჯის არასწორი გადაწყვეტილებებით გაიტანა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩში (4:5) მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო.

როგორც მან თქვა, პსჟ-ს ორი გოლი წესების დარღვევით გავიდა:

„პსჟ-ს ორი გოლი არ იყო ჩასათვლელი. პენალტი არ უნდა დაინიშნულიყო, რადგან ბურთი ჯერ დევისის სხეულს, შემდეგ კი ხელს მოხვდა და მანძილიც ახლოს იყო. ჟოაო ნევეშის გოლი, რომელმაც ანგარიში 2:1 გახადა, კუთხურიდან გავიდა, რომელიც არ უნდა დაენიშნათ. ბურთი ჩვენს მცველს არ მოხვედრია, სანამ მოედნიდან გავიდოდა, ამიტომ კუთხური არ უნდა დაენიშნათ“, - თქვა კომპანიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.212139