ფეხბურთი

18:29 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" დირექტორი: "პსჟ-მ 5:2 ისე იზეიმა, თითქოს, ფინალში უკვე გავიდნენ"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (4:5) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან გამოარჩია „ბაიერნის“ ხასიათი და ხაზი გაუსვა იმას, რომ პსჟ-მ სამბურთიანი უპირატესობის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილად ჩათვალა:

„მას შემდეგ, რაც ანგარიში 5:2 გახდა, ჩვენმა მეტოქემ ისე იზეიმა, თითქოს ფინალში უკვე გავიდნენ. თუმცა, ასეთი ზეიმის შემდეგ თამაშში დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებულია და ჩვენი გუნდის ხასიათს უსვამს ხაზს. ეჭვგარეშეა, რომ ეს მომავალ კვირაში კვლავ გამოგვადგება“, - თქვა ებერლმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0884