ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ტროი დინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კვარამ დააწესა სტანდარტი, როგორი უნდა იყოს გარემარბი მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
„ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია ისეთი ფეხბურთელია, როგორიც უნდა იყოს მარცხენა გარემარბი მომდევნო 10 წლის განმავლობაში. არა მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს და საგოლე პასებს აკეთებს, არამედ დაცვაში მოქმედებით - იმ შრომით, რასაც გუნდისთვის წევს. ვფიქრობ, გასული სეზონიდან ამ სეზონამდე ის გახდა მარცხენა გარემარბის მისაბაძი ტიპაჟი“, - თქვა დინმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.







