რაგბი

23:00 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა

საქართველოს 7-ქალა ნაკრები 30 აპრილს მონაკოში გაემგზავრება, სადაც 1-დღიან საერთაშორისო, მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

თამაშები “პრინც ჟაკ ჰერედიტერის” სტადიონზე გაიმართება და გიორგი მაისურაძის შეგირდები პირველ შეხვედრას მასპინძელი მონაკოს წინააღმდეგ, ადგილობრივი დროით 12:20 საათზე გამართავენ; 15 საათზე პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან; ხოლო ტურნირს 18 საათზე პრეტორიასთან მატჩით ასრულებენ.

მონაკოს ტურნირზე ითამაშებენ: ანა რურუა, ლიკა ხუფენია, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, თეონა ჩიტაიშვილი, მარიამ ბერანძე, ანა პოღოსიანი, კირა დანელია, მანონი საღარაძე, სალომე ჩხაიძე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094271