ფეხბურთი

23:35 | 29.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

13-მატჩიანი დისკვალიფიკაცია "სარაგოსას" მეკარეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ „სარაგოსას“ მეკარე ესტებან ანდრადა მკაცრად დასაჯა.

არგენტინელი მეკარე, რომელმაც „უესკას“ კაპიტან ხორხე პულიდოს ფიზიკური შეურახყოფა მიაყენა, რაც არ აპატიეს და 13-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „სარაგოსას“ მეკარემ, ესტებან ანდრადამ ხორხე პულიდოს ხელი ჰკრა და „უესკას“ კაპიტანი მიწაზე დაეცა.

შედეგად, მსაჯმა არგენტინელი მეკარე გააფრთხილა, რამაც მისი გაცხარება გამოიწვია. ის პულიდოს მიუბრუნდა, რომელსაც სახეში მუშტი დაარტყა და მოედანზე ჩხუბი დაიწყო. ანდრადა გააძევეს, ისევე, როგორც მისი თანაგუნდელი დანი ტასენდე და „უესკას“ წევრი დანი ხიმენესი.

მატჩი „უესკამ“ 1:0 მოიგო. ძალიან პრინციპული თამაში იყო, ეს არაგონული დერბია, თანაც, ახლა გუნდები ლა ლიგა 2-ში დასარჩენად იბრძვიან. „უესკამ“ 36 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილზეა, „სარაგოსას“ 35 ქულა აქვს და 21-ე პოზიციაზეა - ორივე გასავარდნ ზონაში.

ანდრადა 1 მატჩს გამოტოვებს ავტომატურად წითელი ბარათის გამო, ხოლო 12-მატჩიან დისკვალიფიკაციას ფიზიკური ძალადობისთვის მოიხდის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163695