„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ არაფერი იცის იმის შესახებ წავა თუ არა, სეზონის ბოლოს გუნდიდან ალისონი.
თუმცა, ვან დეიკი დარწმუნებულია, რომ თუ ეს მოხდება, ბრაზილიელ მეკარეს ღირსეულად შეცვლიან.
„ალისონის შესაძლო წასვლა? ადრე თუ გვიან, ყველა წავა. არაფერი ვიცი ამის შესახებ და არამგონია, ამ ეტაპზე მასაც ჰქონდეს რაიმე წარმოდგენა, მაგრამ თუ ეს მოხდება, მაშინ ჩვენ, როგორც კლუბი, შევეგუებით. ყველაფერი ერთად გამოვიარეთ, დადებითი და სამწუხაროდ, ზოგიერთი უარყოფითი მომენტი, ამიტომ ეს ნამდვილად მძიმე დარტყმა და მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ კარგი იდეა იყოს, წინასწარ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს. მინდა, რომ ის აქ დარჩეს“, - თქვა ვან დეიკმა.
შეგახსენებთ, რომ ალისონს აქტიურად უკავშირებენ ტურინის „იუვენტუსს“, რომელიც ბრაზილიელი კიპერის გადაბირებით დაინტერესებულია. ალისონის წასვლამ შესაძლოა, „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში გზა გაუხსნას გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ამჟამად კლუბში მეორე ნომერია.





