„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნთან“ საპასუხო მატჩს სავარაუდოდ გამოტოვებს.
RMC Sport-ის ცნობით, მაროკოელი მცველი ბარძაყის ტრავმისგან გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ვერ მოასწრებს. თუ პსჟ ფინალში გავა, ის სავარაუდოდ, მზად იქნება გადამწყვეტი თამაშისთვის და ამ ეტაპზე, არც მუნდიალზე მონაწილეობა დგას ეჭვქვეშ.
ჰაკიმი „ბაიერნის“ წინააღმდეგ შეხვედრაში ბოლო წუთებზე დაშავდა, როცა ლუის ენრიკეს შეცვლის უფლებაც არ ჰქონდა და მაროკოელს ტრავმირებულს მოუწია მოედანზე დარჩენა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა, ხოლო საპასუხო თამაში 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.







