საუდი პრო ლიგის 30-ე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ-აჰლი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.
პორტუგალიელმა 76-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა. ბოლო წუთზე კინგსლი კომანმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. რონალდუსთვის ეს იყო კარიერაში 970-ე გოლი და 1000-გოლიან ნიშნულს უახლოვდება.
რონალდუს საუდი პრო ლიგის მიმდინარე სეზონში 25 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.
„ალ-ნასრი“ 79 ქულით ლიდერია და ჩემპიონობისკენ მიიწევს, მომდევნო ტურში კი 3 მაისს, „ალ-ქადსიას“ უმასპინძლებს.







