ფეხბურთი

2:04 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "დაუჯერებელი და მიუღებელია ასეთი პენალტის გაუქმება"

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა „ატლეტიკოსთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო.

ესპანელმა მწვრთნელმა მსაჯი გააკრიტიკა, რომელმაც „მეთოფეებს“ დანიშნული პენალტი გაუუქმა.

„ვეთანხმები ჩვენს კარში დანიშნულ პენალტს, მაგრამ შეუძლებელია იმასთან შეგუება, რომ პენალტი, რომელიც დაგვინიშნეს, შემდეგ გააუქმეს. მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა და ეს დაუჯერებელია. სამჯერ უყურა და მაინც გადაყვიტა, რომ გაეუქმებინა. შესაძლოა, ამ გოლს ფინალში გამსვლელის ბედი გადაეწყვიტა, დაუჯერებელია. მიუღებელია ასეთი პენალტის გაუქმება. ძალიან იმედგაცრუებული და გაღიზიანებული ვარ. ეს წესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იყო და ვერ ვიგებ, რატომ“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მიწურულს მთავარმა მსაჯმა „არსენალის“ სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, მაგრამ VAR-ზე მომენტის ნახვის შემდეგ თავისივე გადაწყვეტილება შეცვალა, რაც ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება იყო, რადგან თითქოს, ებერეჩი ეზე დავიდ ჰანცკომ საჯარიმოში წააქცია.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და საპასუხო მატჩი 5 მაისს, ლონდონში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096287