ფეხბურთი

2:14 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "5:4 გულშემატკივრისთვის კარგია, მაგრამ მწვრთნელებისთვის - არც ისე"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„არსენალი“ წარმოუდგენლად ძლიერია და სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს: ათი გამარჯვება და სამი ფრე ჩემპიონთა ლიგაზე. პირველ ტაიმში შეეძლოთ ჩვენთვის დიდი ზიანი მოეყენებინათ, მაგრამ მეორე ტაიმში ფიზიკურად გაუჭირდათ და ჩვენ გავაუმჯობესეთ თამაში, განსაკუთრებით მათ ნახევარზე. ლონდონში ფანტასტიკური მატჩი იქნება, ძალიან გვინდა, რომ ფინალში გავიდეთ.

პსჟ-ბაიერნის მატჩი? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გინდა თამაშის დანახვა: როდესაც თამაში 5:4 მთავრდება, ტელევიზორთან გულშემატკივრისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, არც ისე კარგია“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „ატლეტიკოს“ საპასუხო მატჩი 5 მაისს, ლონდონში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170969