ფეხბურთი

2:23 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინას" დირექტორი: "თუ ასე გავაგრძელებთ, იტალიური ფეხბურთი თეთრი დათვებივით გადაშენდება"

ფლორენციის „ფიორენტინას“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ იტალიურ ფეხბურთში თუ მუშაობის სტილი არ შეიცვლება, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.

„თუ ასე გავაგრძელებთ, იტალიური ფეხბურთი თეთრი დათვებივით გადაშენდება. ჩვენი ფეხბურთელები საბაზისო დონეზე არ ჩამოუვარდებიან სხვა ქვეყნის ფეხბურთელებს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვავითარებთ მათ და როგორ გავწვრთნით. ესპანეთსა და პორტუგალიაში ისინი მუდმივად ავითარებენ ფეხბურთელებს, განსხვავება აშკარად იმაშია, თუ რას ვაკეთებთ“, - თქვა პარატიჩიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ზედიზედ სამჯერ ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფაბიო პარატიჩი „ფიორენტინამდე“ „ტოტენჰემში“, ხოლო მანამდე 12 წლის განმავლობაში „იუვენტუსში“ მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165169