ფეხბურთი

10:26 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კაკას, ჯეკოს და დემბელეს მიღწევა გაიმეორა

პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ (5:4) ორჯერ გაიტანა. ამით ქართველმა ფეხბურთელმა ლიგის ვარსკვლავების მიღწევა გაიმეორა.

სტატისტიკის პორტალ Opta Sport-ის მონაცემებით, კვარაცხელია გახდა მეოთხე მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის ექვს ან მეტ მატჩში მინიმუმ ერთი გოლის გატანაში მიიღო მონაწილეობა (2003/04 წლების სეზონიდან, როდესაც ასეთი სტატისტიკის შედგენა დაიწყო).

ადრე ამ ნიშნულს ადრე კაკამ (2006/07), ედინ ჯეკომ (2017/18) და უსმან დემბელემ
(2024/25) წლებში მიაღწიეს.

კვარაცხელია პარიზულ კლუბში 2025 წლის იანვრიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 75 მატჩი ჩაატარა, 26 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09577