ფეხბურთი

12:17 | 30.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ეს იყო აშკარა პენალტი“ - რაისი ჩემპიონთა ლიგის მატჩში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გაუქმებულ პენალტზე

„არსენალის“ ნახევარმცველმა დეკლან რაისმა კომენტარი გააკეთა უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მატჩში (1:1) გაუქმებულ პენალტზე. 78-ე წუთზე მსაჯმა დენი მაკელიმ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, როდესაც მადრიდელთა მცველმა დავიდ განცკომ „მეთოფეების“ მოთამაშე ებერეჩი ეზეს საკუთარ საჯარიმოში ფეხზე დააბიჯა, თუმცა მოგვიანებით ვარ-ის ჩარევის გამო ის გააუქმა.

„ორივე საჯარიმოში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ისინი აბსოლუტურად ყველაფერზე თერთმეტმეტრიანს ნიშნავენ. ეს იყო სუფთა პენალტი. არ ვიცი, რატომ გააუქმეს.

ვფიქრობ, გულშემატკივრებმა პროვოცირება მოახდინეს და მსაჯს გადააფიქრებინეს. ასეთი გადაწყვეტილებას პრემიერლიგაში არ მიიღებდნენ“, - ციტირებს Stan Sport Football რაისის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087605