ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „არსენალის“ წინააღმდეგ (1:1), შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თამაშის შესახებ ისაუბრა.
„მეორე ტაიმში უფრო ძლიერად გამოვიყურებოდით. მეტი ინტენსივობით ვითამაშეთ – ასეც უნდა იყოს და ვეცდებით, იგივე გავაკეთოთ საპასუხო მატჩშიც. ეს კარგი თამაში იქნება. ფინალში გასვლა გვინდა. ლონდონში შემდეგი მატჩისთვის საფუძვლიანად მოვემზადებით. ვიმედოვნებ, უფრო შორს წავალთ“, - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
ნახევარფინალის საპასუხო მატჩი „არსენალის“ წინააღმდეგ სამშაბათს, 5 მაისს გაიმართება. ლონდონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.







