„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ისაუბრა ევროპა ლიგის ნახევარფინალში „ნოტინგემ ფორესტთან“ მომავალ მატჩზე, რომელიც დღეს, 30 აპრილს გაიმართება ნოტინგემში.
„ვვარაუდობ, რომ მატჩი რთული იქნება. რატომ?“ „რადგან „ფორესტი“ ამჟამად ძალიან კარგად და თავდაჯერებულად თამაშობს - ეს ნამდვილად შთამბეჭდავია. მათ წინა ორ რაუნდში „პორტუსა“ და „მიდტიულანდის“ წინააღმდეგ დავალებას ძალიან კარგად გაართვეს თავი. ჩვენ ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და ვეცადოთ, სიამოვნება მივიღოთ - მომზადება, თავად მატჩი, შემდგომი პერიოდი და ორ მატჩს შორის დღეები მნიშვნელოვანია“, - ციტირებს ემერის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.







