„ნოტინგემ ფორესტის“ მთავარმა მწვრთნელმა ვიტორ პერეირამ ისაუბრა ევროპა ლიგის ნახევარფინალში „ასტონ ვილასთან“ მომავალ მატჩზე. მატჩი დღეს, 30 აპრილს გაიმართება ნოტინგემში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
„მთავარია, რომ გუნდად დავრჩეთ, მოედანზე საკუთარი თავი და ჩვენი საუკეთესო თვისებები ვაჩვენოთ. ვიშრომოთ, ვიშრომოთ, კარგად ვითამაშოთ და მივაღწიოთ დადებით შედეგებს. ეს არის ერთადერთი ზეწოლა, პოზიტიური განწყობით, ჩვენ შეგვიძლია სასწაულების მოხდენა. შეგვიძლია ვიამაყოთ საკუთარი თავით.
თუ გვსურს, რომ ჩვენი სახელები ამ კლუბის ისტორიაში ჩავწეროთ, ფინალში უნდა გავიდეთ და მოვიგოთ. რა თქმა უნდა, ბრაიან კლაფი (მწვრთნელი, რომელმაც „ნოტინგემ ფორესტთან“ ერთად ორი ჩემპიონთა თასი მოიგო - რედ.) ჩვენთვის შთაგონების წყაროა. ამ კვირაში ქალაქში ვიყავი და მის პატივსაცემად აღმართული დიდი ქანდაკება დავათვალიერე. მხოლოდ წარმოსადგენია, რა გააკეთა მან ამ ქალაქისთვის“, - ციტირებს პერეირას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.







